Kes ∴ Sol Kai

Visual artist


© By Kes Sol Kai 2025. All right reserved.

About


I am Kes ∴ Sol Kai, a visual artist. I have been shaping my artistic vision since 2023, though art has been my inseparable companion ever since I became self-aware. At this stage, I am drawn to painting, illustration, 3D art, graphic design, and video etudes.
In my work, I explore themes of identity, depicting what is often invisible - stories that emerge from, or remain trapped within, the body. Through color, form, and visual storytelling, I create experiences that are both meaningful and transformative.
At the same time, I create websites, run an online poster shop, and have a brand called ''CODE 919''.


3D ANIMATION

Rabbit in the space

This artwork is inspired by the dreams of my inner child.For viewing, please visit YouTube or Behance.

VIDEO ETUDES

The Path

In this world, the only constant is change
a change that gently leads us to grow.
The path remains unseen,
yet it calls to you.
Do you feel it?
All that we know is but an illusion of awareness.
Go!
[Turn on HD]

Dancing in Flow

In this video etude, the main line is a content-related and color experiment, and the music is also mixed by me.In my story, dance is one of the lines of life.Dance - as self-expression, without any rules or forms. Just trust, just being.Being in motion, in that wave that rises from the body.When you follow the movement,
sometimes you face the greatest awareness - this is one of the ways.
You feel: the answer is within reach,
you must touch it and know it.
But suddenly it scatters into space,
and only a memory remains:
you were there, you passed through that moment,
but you can no longer recall it in words.
Everything was within you from the very beginning.And maybe that is why in a human being there is an eternal search,
a spark of life’s fire that sets us on the path.
An endless desire for receiving and for love.You can view the full version on YouTube.⚠️ Warning / Notice of Sensation
This piece carries mixed emotions - light and tension intertwined.
Approach with care; listen or watch only when you feel inwardly ready to sense it.
[Turn on hight quality]

Every thread of life glows

Every thread of life glows - if you're brave enough to feel it.
It’s a mirror.
Specifically for this visual effect, the footage was shot using a Nikon Coolpix camera.[Turn on HD]

Moments

This artwork explores the theme of the beauty of the moment and the joy of savoring it.This work is my first etude, created entirely unplanned as an experiment. It turned out to be a piece of great beauty in terms of meaning, so I decided to include it symbolically in my portfolio.

Graphic design

Saturn - the Great Teacher

Saturn - the lord of time, the great teacher.
He reminds us that everything comes at a price.

Primary Logos for 'CODE 919'

Primary brand logos for CODE 919 [Code Nine One Nine]: Phoenix, Wordmark.

Brand Identity for 'CODE 919'

Brand Identity for “CODE 919”

ILLUSTRATION

Centaur

This artwork expresses the duality of human nature - the animalistic and the intellectual - and reflects the adaptation of this persona to contemporary identity.
It is a meditation on how instinct and consciousness coexist within one being, where primal strength and human beauty are intertwined.

Synchronicity

It is the moment when two souls begin to hum on the same wave.
Within the inner world, a sharp perception of each other arises,
beyond time and space,
only two beings remain.
Vital energies awaken between them
slowly, invisibly
where identities no longer exist...
only unity remains.
This is the fusion of being,
the "celestial marriage,"
born in the light,
even before the touch.
A sacred contact.
A divine dance beyond time.
This work may also be seen as the alchemical union of feminine and masculine forces within one soul.

Alex

"chill baby! everything is a play; don't take life too seriously, or you won't survive."Alex’s character is a charismatic persona with a strongly expressed individual identity.

Seeker

This artwork is inspired by the eternal question, ''Who am I?''Who am I?
Am I the fleeting feelings and illusions that pass through me
or the one who chooses which emotion,
which illusion to embody?
Who am I?
The one who seeks temporary pleasure,
or the one who ''builds bridges''
between past and future, between self and the world?
Who am I?
The scattered one, made of many shadows?
Or the one - whole, grounded, true?

Suki and Kai

S - With the first light of dawn, we shall shine, My love.
K - In every universe, we’ll be together.
There is no fear in this love. It is a merging of two forces who do not lose themselves, but fully trust one another.

Wednesday addams

Wednesday Addams - the delicate irony of darkness.
This artwork is my interpretation of her as a symbol that embodies individuality, the acceptance of otherness, and inner strength.
For me, her persona is a declaration of freedom and the courage to embrace one’s own uniqueness.

Ayahuasca

This series is inspired by the symbolism of the sacred Ayahuasca ceremony, serving as a brew for inner journeys and the expansion of consciousness.

PAINTING

Si Source

This artwork reflects the journey toward one’s inner light, exploring and embracing the life-giving force.Canvas, watercolor 2025

Contact

For commissions and collaborations, you can contact me via the form below or by email.Email: [email protected]

Servises

Contact information can be found in the Contact section.

  • Graphic design

  • Illustration creation

  • Video editing

  • 3D animation

  • Painting

  • Website creation

Kes ∴ Sol Kai

ვიზუალური არტისტი


© By Kes Sol Kai 2025. All right reserved.

ჩემს შესახებ


მე ვარ Kes ∴ Sol Kai, ვიზუალური არტისტი. 2023 წლიდან ვძერწავ ჩემს არტისტულ ხედვას, თუმცა ხელოვნება ჩემთვის განუყოფელი მეგზურია მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის გაცნობიერება დავიწყე. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მიზიდავს ფერწერა, ილუსტრაცია, 3D არტი, გრაფიკული დიზაინი და ვიდეო ეტიუდები.
ჩემს ნამუშევრებში ვიკვლევ იდენტობის თემებს, ვცდილობ დავხატო ის, რაც ხშირად უხილავია - ისტორიები, რომლებიც იბადება ან სხეულშია გაჭედილი. ფერის, ფორმისა და ვიზუალური ნარატივის მეშვეობით ვქმნი გამოცდილებებს, რომლებიც ერთდროულად არის შინაარსით დატვირთული და გარდამქმნელი.
ამავდროულად, ვქმნი საიტებს, მაქვს ონლაინ პოსტერების მაღაზია და ბრენდი ''CODE 919''.


3D ანიმაცია

კურდღელი კოსმოსში

ეს ნამუშევარი შთაგონებულია ჩემი შინაგანი ბავშვის ოცნებებით.სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ YouTube-ს ან Behance-ს.

ვიდეო ეტიუდები

გზა

ამ სამყაროში მუდმივი მხოლოდ ცვლილებაა.
ცვლილება რომელიც გვაიძულებს, რომ გავიზარდოთ.
გზა რომელიც ამოუცნობელია, შენი ძახილია.
გრძნობ ამას?
ყველაფერი ილუზიაა, რაც ჩვენს მიერ ცნობიერდება.
წადი!
[ჩართე HD ხარისხით]

ცეკვა ნაკადში

ამ ვიდეო ეტიუდში, წამყვანი ხაზი არის შინაარსობრივი და ფერის ექსპერიმენტი, ასევე მუსიკა გამიქსულია ჩემს მიერ. ყოველი კადრი და ბგერა სიმბოლურია.ჩემს ისტორიაში ცეკვა სიცოცხლის ერთ-ერთი ხაზია.
ცეკვა - როგორც თვითგამოხატვა, ყოველგვარი წესის და ფორმის გარეშე. უბრალოდ მინდობა და ყოფნა. ყოფნა მოძრაობაში, იმ ტალღაში, რომელიც სხეულიდან ამოდის.
როცა მოძრაობას გაჰყვები, ზოგჯერ უდიდესი გაცნობიერების წინაშე დგები, ეს ერთ-ერთი გზაა.
გრძნობ: პასუხი ხელის გაწვდენაზეა, უნდა შეეხო და შეიმეცნო. მაგრამ უეცრად ის სივრცეში იფანტება,
და მხოლოდ მოგონება რჩება:
იქ იყავი, გაიარე ის წამი, მაგრამ სიტყვებით ვეღარ იხსენებ.
ყველაფერი თავიდანვე შენში იყო.
და იქნებ ამიტომაც არის ადამიანში საუკუნო ძიება,
სიცოცხლის ცეცხლის ნაპერწკალი,
რომელიც გზაზე გვაყენებს.
უსასრულო სურვილი მიღებისა და სიყვარულის.
სრული ვერსია შეგიძლია იხილო YouTube-ზე.⚠️ გაფრთხილება: ეს ნამუშევარი ატარებს შერეულ ემოციებს - სინათლესა და დაძაბულობას ერთად. მოეკიდე სიფრთხილით; მოისმინე ან უყურე მხოლოდ მაშინ, როცა შინაგანად მზად ხარ იგრძნო.[ჩართე მაღალი ხარისხით]

ცხოვრების ყოველი ხაზი კაშკაშებს

ცხოვრების ყოველი ხაზი კაშკაშებს, თუ საკმარისად გამბედავი ხარ, რომ იგრძნო ეს.
ეს არის სარკე.
ამ ვიზუალური ეფექტის მისაღებად, კადრები გადაღებულ იქნა Nikon Coolpix კამერით.[ჩართე HD ხარისხით]

მომენტები

ეს ნამუშევარი მოგვითხრობს მომენტის სილამაზესა და მისით ტკბობის სიხარულზე.ეს არის ჩემი პირველი ეტიუდი, შექმნილი სრულიად დაუგეგმავად, ექსპერიმენტის სახით. რადგან ატარებს დაუდგმელ სილამაზეს, და შინაარსის სიღრმეს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სიმბოლურად შემეტანა ჩემს პორტფოლიოში.

გრაფიკული დიზაინი

სატურნი - დიადი მასწავლებელი

სატურნი - დროის მპყრობი, დიადი მასწავლებელი.
ის გვახსენებს რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი.

CODE 919 მთავარი ლოგეობი

მთავარი ლოგოები ბრენდ CODE 919-ისთვის [კოდი ცხრა ერთი ცხრა]: ფენიქსი, დასახელება.

ბრენდის იდენტობა 'CODE 919'

ბრენდის იდენტობა “CODE 919”

ილუსტრაციები

კენტავრი

ეს ნამუშევარი გამოხატავს ადამიანის ბუნების დუალობას - ცხოველურსა და ინტელექტუალურ მხარეს. და ასახავს კენტავრის პერსონაჟის ადაპტაციას თანამედროვე იდენტობის კონტექსტში.
ეს არის მედიტაცია იმაზე, როგორ თანაარსებობს ინსტინქტი და ცნობიერება ერთ არსებაში, სადაც თავდაპირველი ძალა და ადამიანის სილამაზე ერთმანეთში ირევა.

სინქრონიზაცია

ეს არის მომენტი, როცა ორი სული ერთ და იმავე ტალღაზე იწყებს გალობას.
შინაგანი სამყაროს ფარგლებში ჩნდება ერთმანეთის მკვეთრი აღქმა,
დროისა და სივრცის მიღმა,
რჩება მხოლოდ ორი არსი.
მათ შორის იბმება ურღვევი კავშირი,
ნელა, შეუმჩნევლად,
სადაც იდენტობები აღარ არსებობს…
რჩება მხოლოდ ერთი მთლიანობა, ენერგიის სახით.
ეს არის არსთა შინაგანი გამთლიანება,
„ზეციური ქორწინება“,
დაბადებული წმინდა ნათლეში,
შეხებამდე.
დალოცვილი კონტაქტი.
განღრმთობა, დროის გარეთ.
ეს ნამუშევარი ასევე შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ფემინური და მასკულინური ენერგიების ალქიმიური შერწყმა ჩვენში.

ალექსი

"მშვიდად, პატარავ! ყველაფერი თამაშია; ამ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად ნუ შეხედავ, თორემ ვერ გადარჩები."ალექსის პერსონაჟი არის ქარიზმატული პიროვნება, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური იდენტობით.

მაძიებელი

ეს ნამუშევარი შთაგონებულია მარადიული კითხვით „ვინ ვარ მე?“.ვინ ვარ მე?
ის ფიქრები და ილუზიები, რომლებიც ჩემს გონებაში შემოდიან და გადიან, ან ის, ხომ არ ვარ, ვინც არჩევს, რომელი ემოცია, რომელი ილუზია მოირგოს?
ვინ ვარ მე?
დროებითი სიამოვნების მაძიებელი,
თუ ის, ვინც „ხიდებს აშენებს“
წარსულსა და მომავალს, საკუთარ თავს და სამყაროს შორის?
ვინ ვარ მე?
მხოლოდ ჩრდილთაგან შექმნილი პერსონა?
თუ ის მთლიანი, დამკვიდრებული, ნამდვილი სიღრმე?

სუკი და კაი

ს – დილის პირველი სხივის გაელვებაზე, ერთად გავიბრწყინებთ, ჩემო სიყვარულო.
კ – ყველა სამყაროში ჩვენ ერთად ვიქნებით.
ამ სიყვარულში შიში არ არსებობს. ეს არის ორი ძალის შერწყმა, რომლებიც არ კარგავს საკუთარ თავს, არამედ სრულიად ენდობა ერთმანეთს.

ვენსდეი ადამსი

ვენსდეი ადამსი - სიბნელის ნაზი ირონია.
ეს ნამუშევარი, ვენსდეის ჩემეული ინტერპრეტაციაა, როგორც სიმბოლოს, რომელიც გამოხატავს ინდივიდუალობას, განსხვავებულობასა და შინაგან სიმტკიცეს.
ჩემთვის მისი პერსონაჟი თავისუფლების დეკლარაციაა და გამბედაობა, საკუთარი უნიკალურობის მიღების.

აიაჰუასკა

ეს სერია შთაგონებულია საკრალური აიაჰუასკას ცერემონიის სიმბოლიზმით, რომელიც წარმოსდგება სულიერი გზის გასაღებად, შინაგანი მოგზაურობისთვის, ცნობიერების გასაფართოვებლად.

ფერწერა

სი წყარო

ეს ნამუშევარი ასახავს, მოგზაურობას საკუთარი შინაგანი ნათელისკენ, სიცოცხლის მომცემი ძალის მიღებას და კვლევას.ტილო, აკვარელი 2025.

კონტაქტი

შეკვეთებისა და თანამშრომლობისთვის, შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ ქვემოთ მოცემული ფორმის, ან იმეილის მეშვეობით.იმეილი: [email protected]

სერვისები

საკონტაქტო ინფორმაცია, იხილეთ კონტაქტის განყოფილებაში.

  • გრაფიკული დიზაინი

  • ილუსტრაციების შექმნა

  • ვიდეო ედითინგი

  • 3 D ანიმაცია

  • ფერწერული ტილოს შექმნა

  • საიტის შექმნა